მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს - 3 და 8 მარტს გამორჩეული ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნათია ნუცუბიძის ხელმძღვანელობით, ლამაზი და საინტერესო ღონისძიება გამართეს, რომლის თემა: „ქალი და გაზაფხული“ გახლდათ.
ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„პატარებმა ორიგინალურად მიულოცეს ეს დღე ყველა ქალს, გააერთიანეს 3 მარტი და 8 მარტი, მოეფერნენ დედებს ლექსებით, ცეკვით და სიმღერებით“, - გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ