მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელავის N6 საჯარო სკოლაში მშობელმა შვილის სკოლელს სცემა. მომხდარს წინ უსწრებდა კონფლიქტი მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შორის, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანის დედამ საქმეში ჩარევა გადაწყვიტა, სკოლაში მივიდა და მეორე ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფეხბურთის გამო დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. მომხდარის დეტალები კი, მე-5 კლასის მოსწავლემ დედას აცნობა. ამის შემდეგ ქალი სკოლაში მივიდა და მე-7 კლასელს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვზე ძალადობა ვერც მანდატურის სამსახურმა და ვერც დირექციამ აღკვეთა.
კლასის ხელმძღვანელმა სამართალდამცავებს მიმართა.
etaloni.ge დეტალების დასაზუსტებლად ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა.
ხელმძღვანელის ფუნქციათა შემსრულებელმა, მარიამ რომანიშვილმა, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად, მშობლებმა ბავშვები უბრალოდ გააშველეს:
„მოზარდებს შორის დაპირისპირება სპორტის გაკვეთილზე მოხდა... ფეხბურთის თამაშისას. ერთ-ერთი მათგანის მშობელი ამ დროს კრებაზე იყო და როდესაც მომხდარის შესახებ შეიტყო, გაშველებაში ჩაერთო და რადგან შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა, ამიტომ გამოიძახეს სამართალდამცავები. შემდეგ ბავშვებმა დაილაპარაკეს, ყველაფერი გაარკვიეს და კონფლიქტი აღმოიფხვრა. სულ ეს იყო და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მშობელმა მოსწავლე სცემა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა etaloni.ge-სან მარიამ რომანიშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ