მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ღონისძიება გამოირჩეოდა სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობით.
დღე, სხვადსხვა მრავალფეროვანი აქტივობით იყო დატვირთული. სკოლის ეზოში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ირმა თხილავას ინიციატივით საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს და მონაწილე კლასებს სიგელები გადაეცათ.
აქტივობაში ჩართული იყო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ციალა გაბაძე, დაწყებითი კლასის მასწავლებლები: ანგელინა გოგიშვილი, ირმა კიკნაძე, თამილა გრიგოლაშვილი და ირმა ჯვარიძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მაია მეცხვარიშვილი აქტიურად უწევდა ორგანიზებას და ეხმარებოდა კლასებს, შემოქმედებითი პროცესების მართვაში.
პედაგოგ მაია მეცხვარიშვილის აზრით, ასეთი ღონისძიებები დადებითად აისახება მოსწავლეთა განწყობაზე და ხელს უწყობს მათში შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხდება მშობლების ჩარულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ