სიახლეები
ინტერვიუ

ტყიბულიდან კოსმოსამდე, ბავშვობიდან დღემდე - ინტერვიუ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგ არსენ გვენეტაძესთან
28-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სტუმრობისას, განსაკუთრებული ყურადღება აფრიკული კადრების გამოფენამ მიიქცია. აღმოჩნდა, რომ ფოტოების ავტორი არსენ გვენეტაძე იყო, ამავე სკოლის კურსდამთავრებული და ახლა უკვე დიდი გულშემატკივარი.

მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით წელია, მეექვსე სკოლის მერხს აღარ უზის, ოქროსმედალოსანი აქტიურადაა სასკოლო ცხოვრებაში ჩაბმული და მრავალ პროექტთან ერთად, „კარცერ - ლუქსით“ ამაყობს გამორჩეულად.

მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ეგზოტიკურ გარემოში მოგზაურობის შემდეგ, ამბობს, რომ ბედნიერებისთვის ცივილიზაცია არ ყოფილა აუცილებელი. ბავშვები იქაც ისეთივე ლაღები არიან, როგორც ჩვენთან...

ტყიბულიდან კოსმოსამდე, გზად კი ფოტოგრაფია, მხატვრობა, პოეზია და საყვარელი პროფესია...

- ბავშვობიდან დავიწყოთ... როგორი ბავშვი იყო არსენ გვენეტაძე და როგორი იყო მისი ყოველდღიურობა?

- ჩვეულებრივი ბავშვი იყო, ალბათ, ისევე, როგორც მილიონობით. ზედმეტად ცელქი და აქტიური არ იყო. ახლანდელი გადმოსახედიდან, თავდაჯერებული ბავშვი ვიყავი.

განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობენ თქვენზე ტყიბულის N6 სკოლაში, რა გამორჩეული მოგონებები გაკავშირებთ მასთან?

- სკოლა მთელი ჩემი ცხოვრებაა, მეგობრები, მასწავლებლები, დაუვიწყარი ურთიერთობები და სკოლა მთელი მისი არსით, ბავშვობიდან დღემდე.

- ამბობთ, რომ შეუძლებელი არაფერია და მრავალი საინტერესო მიმართულებით ცდით საკუთარ თავს. რა არის თქვენთვის ინსპირაციის მთავარი წყარო და თქვენი შემოქმედების მთავარი სათქმელი?

- შეუძლებელი რომ არაფერია - ეს დევიზი მთელი ჩემი ცხოვრების მთავარი ინსპირაცია და სათქმელია, ამის დასტური იყო 52 წლის ასაკში ხატვის დაწყება და კოსმონავტიკით დაინტერესებაც. კიბოგადატანილმა კაცმა თუ შევძელი ამდენი, ესე იგი სხვაც შეძლებს...

ბოლო წლებია, ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო გახდა ბედნიერების ცნება:

ეს არის ადამიანის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც შეიძლება გახდე თავისუფალიც, წარმატებულიც და ცხოვრების სიამოვნება იგრძნო. ეს არის საკუთარი თავის სიყვარული, პატივისცემა და მერე ამ ყველაფრის გაზიარება სხვისთვის - აი ბედნიერება.

რაც უფრო მეტს გასცემ - მეტი გიბრუნდება, რაც უფრო მეტი გიბრუნდება, მეტს გასცემ.

დაუმეგობრდე საკუთარ თავს და ისიამოვნო ამით, ესაა პირველი პორცია ბედიერებისა, რაც გაძლევს სხვისი გახარების ენერგიასა და იმპულსს.

ამბობს, რომ ბედნიერების 85 % ადამიანურ ურთიერთობებშია და მსოფლიოს ხალხს ღიმილი გვაერთიანებს:

„ადამიანებს ყველაზე მეტად ღიმილი გვაერთიანებს, შეიძლება არ იცოდე სხვადასხვა ენა და არაფერი გესმოდეს, მაგრამ გულწრფელ ღიმილს ყოველთვის იგრძნობ. უთქვამთ, ყველაზე მნიშვნელოვანი  ადამიანი ისაა ცხოვრებაში, ვისი წყალობითაც ხშირად იღიმიო“.

- კიბოს გადარჩენილს უწოდებთ საკუთარ თავს, მსხვილი ნაწლავის კიბო დაამარცხეთ. რას ეტყოდით მათ, ვინც დღეს ებრძვის ამ დაავადებას?

- ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ცხოვრება პრობლემებთან ერთად. პრობლემები იმისთვისაა, რომ გადაჭრა და ისიამოვნო. სათქმელად იოლია, მაგრამ რეალურად ძალიან რთული ხდება.

და ვკითხე საკუთარ თავს, რომ მივდიოდე დედამიწის ირგვლის სამოგზაუროდ ამ პრობლემას წავიღებდი გზად?! თუ პასუხი უარყოფითია, ესე იგი არაფერია სანერვიულო.

რისი შეცვლაც შეიძლება იმაზე არ ინერვიულო,  რაც არ შეიცვლება - იმაზე ნერვიულობას რა აზრი აქვს?! უბრალოდ უნდა მიიღო ფაქტად, ამ უნარის დაახლოებით 95 % - 97 % პროცენტს ვფლობ.

- როგორც გინეკოლოგ - რეპროდუქტოლოგი, ადამიანებს სანუკვარი ოცნების ასრულებაში ეხმარებით, რას ნიშნავს თქვენთვის ახალი სიცოცხლის დაბადება?

- გაცნობიერება იმისა, რომ ეს სამყარო კიდევ ერთმა პატარამ უნდა იხილოს და მით უმეტეს, შენი დახმარებით, სასწაული ემოციაა. ჩვენ შევცვალეთ სამყარო, დიახ, შევცვალეთ...

- როგორია არსენ გვენეტაძე სხვადასხვა საქმიანობისას. მაგალითად, რა განასხვავებს ფოტოგრაფ არსენს პროფესორ გვენეტაძისგან?

- არსენ გვენეტაძე პირველ რიგში ექიმია, შემდეგ დანარჩენი სხვა...

ჩემი პროფესია ყველაფრის ხერხემალია...

ლაპაროსკოპიული ქირურგია მილიმეტრების ქირურგიააა, ისე ვერაფერს შექმნი.

ეს თვალი, ეს ხედვა და ფერები ბევრ რამეში გეხმარება. იგივე კადრის დაჭერაში, პოეზიასა და მხატვრობაში.

თუ პროფესიაში არ ხარ წარმატებული და ამით არ შეგიძლია იყო ლაღი, თავისუფალი და მხრებგაშლილი, თუნდაც მატერიალურად, ვერაფერს მიაღწევ სხვა სფეროში.

- ფილადელფიაში Nastar-ის ცენტრში, სპეციალური ტრეინინგი გაიარეთ და საქართველოში ოფიციალურად სერთიფიცირებული პირველი „მომავლის ასტრონავტი“ ხართ. რას ელით უკიდეგანო კოსმოსისგან და გეგმავთ თუ არა გაფრენას მომავალში?

- ვგეგმავ კი არა, ამწამსაც რომ დამირეკონ, აქედანვე წავალ სიამოვნებით.

რატომ მივდივარ? ახალი გამოწვევებისთვის და დედამიწის დასანახად კოსმოსიდან, განსაკუთრებით, ჩემი ტყიბულის.

- რას თვლით თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად?

- რომ შევძელი საკუთარი თავის გათავისუფლება საკუთარი თავისვე მარწუხებისგან. ჩემი ლექსიდან ნაწყვეტია: „ნუ გაებმები დოგმის მახეში... იყავ შიშველი თუნდაც მშიერი, იყავ სულელი და ბედნიერი.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში ზღაპრული განწყობა და ჯადოსნური ემოციები დაატრიალეს

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება