მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ინტეგრირებული გაკვეთილი იძლევა საშუალებას მოსწავლეები შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას, მოწაფეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად. საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას. ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურობას განაპირობებს ის, რომ მოსწავლე საკითხს განიხილავს სხვადასხვა დისციპლინის კუთხით, ამყარებს საგანთა შორის კავშირებს, საკითხს განიხილავს როგორც ერთ მთლიანობას, ახდენს საგანთა შორის ტრანსფერს“, - აღნიშნავენ აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, სადაც აღნიშნული ტიპის გაკვეთილებს ხშირად მიმართავენ.
ახლახან, ხონის N2 საჯარო სკოლის VIIა კლასში (კლასის დამრიგებელი ლელა გორდაძე) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი, ორი საგნის - ხელოვნების (მასწავლებელი ია კინწურაშვილი) და კომპიუტერული ტექნოლოგიების (მასწავლებელი თამარ ჩხენკელი) დაკავშირებით.
მოსწავლეებმა შეთავაზებული ნამუშევრებიდან - ნიკო ფიროსმანის - „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი ბავშვით“, დავით კაკაბაძის - „ კომპოზიცია“ და რენე მაგრიტის - „ჰორიზონტის საიდუმლოებები“, აირჩიეს ერთი, მოიძიეს ინტერნეტში და შეინახეს კომპიუტერში, შემდეგ გადაიტანეს სახატავ პროგრამაში - Paint, სურათიდან ამოჭრეს ფიგურები, გადაიტანეს Word-ის ტექსტურ რედაქტორში და ფიგურებისგან შექმნეს სხვადასხვა სახის კომპოზიცია: ფრიზული, სიმეტრიულად გაწონასწორებული, დინამიკური და ფრაგმენტული. ბოლოს ნაუშევრები შეინახეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა და წარმატებით გაართვეს თავი.
მოსწავლეებს მიეცათ დავალებაც: იგივე სამუშაო შეასრულონ ფორმატზე, დაბეჭდონ მათი არჩეული ნამუშევარი, მერე დაჭრან ფრაგმენტებად და მითითებული კომპოზიციები შექმნან თაბახის ფურცელზე წებოს გამოყენებით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ