მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ ბახიოთის დაწყებით სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, რომლის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა და საყვარელი ადამიანებისადმი სითბოს გამოხატვა იყო დედის დღეს მიეძღვნა.
საზეიმოდ მორთულ დარბაზში მოსწავლეები მრავალფეროვანი ნომრებით წარდგნენ, დედებს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და მათი როლი და ამაგი აღნიშნეს.
განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო პატარების მიერ შესრულებული „გედების ცეკვა“.
„ასე ლამაზად მოგვილოცეს გაზაფხულის დადგომა და დედის დღე ჩვენმა აღსაზრდელებმა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა შემოქმედებითობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ