მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება გაიმართა.
„საჩუქარი დედებს!“, - ამ მოტივით მოსწავლეებმა ყველაზე საყვარელ ადამიანებს 3 მარტი დაუვიწყყარი ღონისძიებით მიულოცეს და აღნიშნეს, რომ 3 მარტი დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა.
მოსწვალეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, მრავალფეროოვნად მორთულ სასკოლო სივრცეში კი, მუსიკაური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და დედებს ემოციური სიტყვით მიმართეს.
დღე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისა და მშობლებისთვის.
„ჩვენი ისტორია საქართველოს ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადების და გამძლეობის მაგალითია.
ყველა დედას ვუსურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, და რაც მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას.
შვილებს კი ვუსურვებ მუდამ ჰქონდეთ უნარი, სითბო, ყურადღება და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს! ყველა დედას ბედნიერ დედობას გისურვებთ!“, - ამ სიტყვებით, სასკოლო საზოგადოებამ ყველა დედას, დიდი პატივისცემით მიულოცა 3 მარტი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ