მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რაც მოწაფეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება.
ახლახან, V კლასის მოსწავლეებმა, თავიანთი წარმოსახვით, ბუნებისმეტყველების პედაგოგ - გიორგი ზამბახიძესთან ერთად, მრავალი საუკუნის წინანდელი სათაფლიის მაკეტი დაამზადეს.
შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის პროცესში მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას დინოზავრების შესახებ, თუ როდის ცხოვრობდნენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორი ქვეწარმავლები იყვნენ, რით იკვებებოდნენ, რამ გამოიწვია მათი გადაშენება, რატომ ეწოდა მღვიმეს სათაფლია, ვინ იყო პეტრე ჭაბუკიანი და ა.შ
მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ