სიახლეები
სკოლები

„ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ -​ შუაგორას საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართა
08-03-2024
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს შემეცნებითი ხასიათის კონფერენცია მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენცია სწორედ იმ მანდილოსნებს მიეძღვნა, რომლებმაც შეზღუდვების, დოგმატებისა და აკრძალვების მიუხედავად, მოახერხეს და ახალი ერა დაიწყეს პოლიტიკის, მეცნიერების დარგებსა თუ სპორტის ამა თუ იმ სახეობაში.

მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ. მათი პრეზენტაციის საკითხები შემდეგია:

დიდებული მეფე თამარი - ნიკა მეფარიძე (ხელმძღვანელი ქეთევან ტოფაძე);
მარია კიური - თამთა ნაფეტვარიძე (ხელმძღვანელი მაკა ბელთაძე);
ინდირა განდი - გიორგი ჩუბინიძე (ხელმძღვანელი ლაშა დვალიშვილი);
ემილ დიკენსონი - თამთა ნაფეტვარიძე (ხელმძღვანელიი ქეთევან ტოფაძე);
ლინ მარგულისი - თაკო ნიკოლეიშვილი (ხელმძღვანელი  ქეთო ჟვანია);
დედა ტერეზა, მარგარეტ ტეტჩერი - ბარბარე მამასახლისი (ხელმძღვანელი ქეტევან ტოფაძე);  
ვერა ფაღავა- ანი ჭულუხაძე (ხეელმძღვალი ენძელა რევიშვილი);
ნონა გაფრინდაშვილი - ნინი გოგორიშვილი (ხელმძღვანელი ნანა ლომინაძე);
მარინა ვიაზოვსკა - ნინი მეფარიშვილი (ხელმძღვანელი თამილა ხარაბაძე);
ირმა ხეცურიანი - სალომე ვაშაყმაძე (ხელმძღვანელი ხატია სანიკიანი);
ბენეზივ ბჰუტო - შოთიკო ძაგნიძე, ნინი მეფარიშვილი, მათე მამასახლისი (ხელმძღვანელი ლაშა დვალიშვილი).

„ქალთა დღესასწაულის გაზაფხულთან და მარტთან დაკავშირება შემთხვევითი არ უნდა იყოს-გაზაფხულს ხომ უცნაური და დამათრობელი სურნელი მოაქვს, ნაყოფიერი მიწის სურნელი, დიონისური რიტუალი, მითოსური არქეტიპი... მკვდრეთით აღდგომა და აღორძინებაც ხომ გაზაფხულს უკავშირდება...

ქალის არსებაში კი ერთად შენივთულა მიწიერიც და ღვთაებრივიც, განახლებაც და აღორძინებაც, სიცოცხლის შექმნაც და სიცოცხლით ტკბობაც...ძალაც, სილამაზეც, ფერადოვნებაც... ქალის როლი, მისია და დანიშნულება მის მიერ განხორციელებულ საქმეებში ცხადდება..სუსტ სქესად მონათლულმა არსებამ შეძლო თავისი დიდი წვლილი შეეტანა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში...“, - ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება