მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დირექტორთა ტესტირება დასასრულს უახლოვდება - 17 საათზე აპლიკანტებისთვის საგამოცდო დრო ამოიწურება; როგორც შევიტყვეთ, საკითხები შეეხებოდა კვლევებს, ავტორიზაციის სტანდარტს, შრომის კოდექსს, ესგ-ს... კონკურსანტების ნაწილი უკვე გამოვიდა ტესტირებიდან და etaloni.ge-სთან განიხილა, რთული იყო თუ არა საგამოცდო საკითხები.
„სწორია მინისტრის გადაწყვეტილება - დირექტორს სწავლების გამოცდილება უნდა ჰქონდეს“... - გამოცდამდე პლიკანტები etaloni.ge-სთან საუბრობენ
ახმედ გაჯიევმა აღნიშნა, რომ პროექტების შესახებ საკითხები შედარებით რთული იყო, თუმცა არა დაუძლეველი:
„საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო იყო ტესტებზე მუშაობა. განსაკუთრებით მერთულა საკითხები პროექტების შესახებ, რაც ახლა მახსენდება... თუმცა დაუძლეველი არ ყოფილა. იმედი მაქვს, ყველაფერს კარგად გავართვი თავი“;
„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთული იყო, თუმცა გარკვეული საკითხები ღიად დავტოვე - ძირითადად კვლევის ანალიზს რაც შეეხებოდა. სხვა დანარჩენზე: ტესტურ ნაწილზეც და ღია კითხვებზეც ვიმუშავე... იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. რომ შევაჯამო, დაუძლეველი სირთულის ტესტი არ ყოფილა“, - გვითხრა კიდევ ერთმა აპლიკანტმა.
სამაგიეროდ, დირექტორობის მორიგი კანდიდატი ტესტირებიდან უკმაყოფილო გამოვიდა და სინანულით გვითხრა, იმაზე რთული საკითხები შემხვდა, ვიდრე ველოდიო: „საკმაოდ რთული იყო, იმაზე მეტად, ვიდრე ველოდი… ვფიქრობ, სრულფასოვნად მაინც ვერ შევძელი ჩემი უნარების წარმოჩენა, პირველად ვიყავი გამოცდაზე და მღელვარებაც მქონდა. რაც შეეხება უშუალოდ საკითხებს, კვლევის ანალიზი იმდენად არ გამჭირვებია, რამდენადაც ბოლო საკითხები, რომლებიც პროექტებს ეხებოდა, თუმცა ღიად არც ერთი დამიტოვებია, ვეცადე ყველაფერზე პასუხი გამეცა“, - საბოლოოდ მაინც ოპტიმისტურ ნოტაზე დაასრულა ჩვენთან საუბარი დირექტორობის მსურველმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ