მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კითხვები თანაბარი რაოდენობით იყო წარმოდგენილი ყველა საგნიდან, მოსწავლეები ყურადღებით ისმენდნენ პირობას და ცდილობდნენ უმოკლეს დროში მისულიყვნენ სწორ პასუხამდე.
პირველი ადგილი წილად ხვდა იოანე ქაჯაიას, ხოლო მეორე და მესამე ადგილები თანაბარი ქულებით გაინაწილეს ლია ნაჭყებიამ და დავით თოდუამ.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის ორგანიზატორები იყვნენ სკოლის წარმომადგენლები: ნონა თოდუა, ია კალანდია და მაია გოგია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ