მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, იმართება როგორც სასწავლო-შემეცნებითი ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება.
სკოლაში დედისა და ქალთა დღეები განსაკუთრებულად ლამაზად აღინიშნა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მათ შორის შეასრულეს მუსიკალური ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და თეატრალური წარმოდგენები გაითამაშეს. ბავშვებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები მიულოცეს და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს და ყველას ვინც ასეთი ლამაზი ღონისძიების მომზადებაში იყო ჩართული.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ