მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და უანარების წარმოჩენა-წახალისებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, ფანაგის სკოლაში ჩატარებულ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი - დედებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
ღონისძიება, რომელიც მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლების - მანანა ხაჭვანისა და მზიური რატიანის ხელმძღვანელობით გაიმართა, შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მათ შორის, შეასრულეს სიმღერები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ღონისძიება სახალისო ვიქტორინამ დააგვირგვინა.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ყველა დამსწრე ქალბატონს საკუთარი ხელით შექმნილი ხელოვნური ყვავილები მიართვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ