მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა.
„ქალი დედა, ქალი ლეგენდა“ - ამ ფრაზის გარშემო მთელი სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა და მოეწყო არაერთი აქტივობა, რაც საყვარელი ქალბატონების - დედებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ემსახურებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღეს უჩვეულოდ გამოიყურებოდა ერკეთის საჯარო სკოლის ყველა საკლასო ოთახი და სამასწავლებლო. ქალბატონებს ისტორიის მასწავლებელმა ალექსანდრე ცინცაძემ დილითვე მიართვა ქოთანში ჩარგული ცოცხალი ყვავილები, მოსწავლეებმა დედებისათვის და მეგობარი გოგონებისთვის დაამზადეს მისალოცი ბარათები და ყვავილები. იის სურნელი იფრქვეოდა ირგვლივ, ჟღერდა მუსიკის საამო ჰანგები, იყო სამადლობელი სიტყვები, სითბოთი და სიყვარულით სავსე ლექსები დედაზე, ქალზე. ყველას უნდოდა მადლობა გადაეხადა საყვარელი ქალბატონებისათვის გაწეული მზრუნველობისა და ამაგისათვის, რაც კარგად მოახერხეს დიდებმაც და პატარებმაც.
„ერკეთის საჯარო სკოლა ყველა ქალს ულოცავს ქალთა დღეს და უსურვებს ბედნიერ დედობას!“-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ