მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლაში არაერთი აქტივობა იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება.
პროექტი - „სხვა რა კურსით“, რომელიც სასკოლო საზოგადოებას VIIIა კლასის მოსწავლეებმა წარუდგინეს (დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი), გულისხმობდა თითოეული მოსწავლის წარმოჩენას განსხვავებული უნარით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოზარდებისთვის აქტივობა შემეცნებითი იყო, მათ გააკეთეს არაერთი საინტერესო დასკვნა, მაგალითად, სამყაროში არაფერი იკარგება, როგორ ენერგიასაც გასცემ, ისეთი დაგიბრუნდება. მოსწავლეები მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ისწავლეს საქმის დაგეგმვა გაიაზრეს მიზნამდე მისვლის „ფორმულა“.
აქტივობის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ცირა კუბლაშვილი, რეჟისორი - ლალი კუბლაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ