მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება - „გაზაფხული შემოსულა, ლენ“, გაიმართა.
ღონისძიება დედის დღესა და 8 მარტს მიეძღვნა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეებმა, დედებსა და ქალბატონ პედაგოგებს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს, მათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები მიუძღვნეს და ლექსები მხატვრულად წაუკითხეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჟუჟუნა ოქროპირიძე ხელმძღვანელობდა.
„და მას მოჰყოლია ზღვა სიხარული და სიყვარული, სიცოცხლე და სიხალისე. დედის დღე და ზოგადად, ქალთა დღე წარმოუდგენელია წელიწადის სხვა დროს, რადგან გაზაფხულივით მშვენიერი და ტურფაა დედა და ქალი. სწორედ ამ ჰანგებს უგალობდნენ დედებს გვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები. ეფერებოდნენ, ლექსებს უძღვნიდნენ და უმღეროდნენ დედებსა და გაზაფხულის მოსვლას...“, - ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ