მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი - დედებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
სკოლის VIა კლასის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით შემოქმედებითი ღონისძიება მოაწყვეს.
მათ დედებს მიულოცეს დედის დღე და გადასცეს სიმბოლურად მათივე შექმნილი საჩუქრები.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს, რისთვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან.
„საღამო დიდი ემოციებით იყო დატვირთული! მადლობა, კლასის ხელმძღვანელს - ხატია ხაჩიძესა და VIა კლასის მოსწავლეებს ამ სილამაზისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ