მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაზაფხულის დადგომას უკავშირდება ორი უმშვენიერესი დღესასწაული - დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. პატარებისთვის ეს დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის უკავშირდება ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს მათ ცხოვრებაში.
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მზრუნველი პედაგოგები მოსწავლეებს სიყვარულის, სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას ასწავლიან. აღნიშნული გრძნობების გასაზიარებლად კი 3 და 8 მარტი საუკეთესო დროა.
სკოლის პატარებმა, ირმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღესასწაული მიუძღვნეს. ლექსები, სიმღერებისა და ცეკვის ნომრებით წარდგნენ მათ წინაშე და დედისა და ქალთა დღეები მიულოცეს.
„ჩვენი პატარების სახელით ვულოცავთ ყველა ქალბატონს, ყველა დედას გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ