მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, ხელოვნებისადმი დამოკიდებულების ფორმირებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, კლასგარეშე აქტივობების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის Iბ კლასის (დამრიგებელი ლია შარიქაძე) და Iგ კლასის (დამრიგებელი ნარგიზა შელია) მოსწავლეები იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“. პირველკლასელებმა სპექტაკლი „მაუგლი“ ნახეს.
მოსწავლეებმა იხილეს სცენაზე გაცოცხლებული საყვარელი მულტფილმის გმირები და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
„გიმნაზია მუდმივად ზრუნავს ყველა კლასის სასწავლო, შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობების განხორციელებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ