მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მე- 61 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ პროექტზე - „ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება და მოღვაწეობა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში, საინტერესო, შინაარსობრივად დატვირთული და შემეცნებითი ხასიათის აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეები სრული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ პროექტზე მუშაობის პროცესს, მაქსიმალურად ჩაერთნენ მასში და საბოლოოდ დასახულ მიზანსაც მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი ნათია მუშკუდიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლაში მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლეს და მშობელს, პროექტის განხორციელებაში გაწეული შრომისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ