მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. შესაბამისად სკოლა არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წინსვლა სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში ჩატარდა 2021-2022 სასწავლო წლის ვერცხლისმედალოსნის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც მთელი სასკოლო საზოგადოება დაესწრო.
სკოლის დირექტორმა - ირმა ბუკიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენაა, რაც თავის მხრივ, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს უწყობს აკადემიური მოსწრებისადმი სწორი დამიკდებულების ფორმირებას და მნიშვნელობის გააზრებას.
დირექტორმა საზეიმო ვითარებაში გადასცა ღირსეულ, მოტივირებულ, მიზანდასახულ კურსდამათავრებულს - ნინი ქუთელიას ვერცხლის მედალი და ახალ-ახალი წარმატებებით გაჯერებული მომავალი უსურვა მას.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა !
„ოთხი კურსდამთავრებულიდან ოთხივე სტუდენტია“
სოფელ ახალქალაქს სახელი შეეცვალა
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“