მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
„მიყვარხარ დედა“-ამ პროექტით დასრულდა კომპლექსური დავალება, რომელზეც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს და დედის დღეს მიუძღვნეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მასწავლებლის - ლენა უგულავას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა შეისწავლეს ალეკო შენგელიას ლექსი - „დედა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლექსის სათანადოდ დამუშავების შემდეგ, ბავშვებმა მოიძიეს ლექსები და გამონათქვამები დედაზე, შექმნეს ნახატები ხელოვნების მასწავლებლის - ირმა ქუთათელაძის დახმარებით და დაწერეს საინტერესო ესე.
მოსწავლეთა ნამუშევრებში იკითხება: „მე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დედა მყავს“, „თუკი რამ კარგია ჩემში, ეს ჩემი ტკბილი დედიკოს დამსახურებაა“, „დედა სიმართლის გზაა“, „დედა რომ არა, არ ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება“. როგორც ვხედავთ, თითოელი მოსწავლე, დედისადმი უსაზღვრო სიყვარულს ძალიან ემოციურად და შთამბეჭდავად გადმოსცემს.
ბოლოს კი, მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და მონდომებით, კედლის გაზეთი გამოუშვეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები, ისინი დაესწრნენ პრეზენტეციას და მათ ბავშვებმა წაუკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები, სიყვარულით გადასცეს მისალოცი ბარათები და ყვავილები, ბოლოს კი, გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
„გვიყვარდეს ეს საოცარი პიროვნება, სახელად - დედა“, - ამ სიტყვებით დასრულდა პრეზენტაცია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ