სიახლეები
სკოლები

„ქალი და უფლება“ - შუაგორას საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო შეხვედრა მიეძღვნა
12-03-2024
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

შეხვედრაზე - „ქალი და უფლება“ (ხელმძღვანელი ლაშა დვალიშვილი) სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა განიხილეს გზა, რომელიც ქალებმა უუფლებობიდან უფლებებამდე გაიარეს. 

„იცვლება დრო, იცვლება ეპოქები, იცვლება აღქმებიც და დამოკიდებულებებიც. უცვლელია ქალი-ნეკნისგან შობილი, ძლიერი და გაუტეხელი. რა არ გამოიარა, რას აღარ გაუძლო, რა არ იტვირთა და მაინც მიაღწია-უფლება მოიპოვა... უფლება იმისა,რომ იყოს დიასახლისიც, დედაც, პოლიტიკოსიც, მეცნიერიც, სპორტსმენიც, მწერალიც, მსახიობიც, მხატვარიც, ექიმიც, კოსმონავტიც და საერთოდ, იყოს იქ, სადაც მისი ინტელექტი და ტალანტი წაიყვანს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

ამ დღეს, სკოლაში, მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს საინტერესო ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რა პრობლემები ჰქონდათ ქალებს ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

მათ ასევე გამოკვეთეს იმ ქალთა სახეეები, რომლებმაც თავიანთი ღვაწლითა და თავდადებით მნიშვნელოვნად გაუსწრეს დროს.

„მოსწავლეებმა ისაუბრეს, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მსოფლიო და რა ვითარებაა, ამ მხრივ საქართველოში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე ინფორმაციული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.  

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

16 წელი აგვისტოს ომიდან... 

EMIS - მა სტაჟიორთა შერჩევა დაიწყო - განაცხადის ვადები, ანაზღაურება და სხვა დეტალები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, საუკეთესო პიროვნებას - ნოდარ ალაფიშვილს გამარჯვებას!“
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება