მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N190 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
8 მარტს ძიუდოში გამართულ აფხაზეთის ღია პირველობაზე, 2012-2013 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის, თბილისის N190 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასის მოსწავლე ნინი აფციაურმა წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლემ სამი შეხვედრა მოიგო სუფთად, დამარცხდა ფინალში, დაიკავა მე-2 ადგილი და მოიპოვა ვერცხლის მედალი, რაც უდაოდ დიდი წარმატებაა ნინისთვის.
სკოლაში მოსწავლის წარმატება განსაკუთრებულად ახარებთ და წინსვლას უსუსრვებენ.
„ვულოცავთ ნინის ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლის კლასის დამრიგებელი შორენა აბრამიშვილი გახლავთ, მწვრთნელი კი - ნიკოლოზ ქოთუაშვილია, რომელიც მოსწავლის ფიზიკურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ