მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N133 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საბჭოთა ოკუპაციის დღე, რომელსაც კვირეული მიეძღვნა.
თებერვლის ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით … “.
მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები ემოციური ნომრებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხორუმის ცეკვით გაიხსნა ეს პატრიოტული სულისკვეთების მატარებელი ღონისძიება, გაგრძელდა ფანდურის ტკბილხმიანობით, მინი დადგმებში სკოლის საოცრად ყოჩაღმა მოსწავლეებმა თებერვლის ოკუპაციის გმირების - ახალგაზრდა იუნკერების, მოხალისე მედდა მარო მაყაშვილისა და ჩვენი გმირი მეჭურჭლეთუხუცესი ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი არანაკლებ გმირი მეუღლის ნინოს ისტორიები და მათი შინაგანი ემოციები გააცოცხლეს.
ნიჭიერი მოსწავლეების გულწრფელობამ და არტისტულობამ მაყურებელს ცრემლი მოჰგვარა.
„წითელი ყაყაჩოების ფონით და მთავარი სათქმელით დასრულდა ღონისძიება - ჩვენი სამშობლო მაინც აღსდგა, მაინც გაძლიერდა და სულ ასე იქნება, მარად იდგება ფეხზე მრავალჭირნახული ჩვენი ქვეყანა“,-გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ანა ურუშაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ