მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას ისახავდა მიზნად.
7 მარტს, არაგვის საჯარო სკოლის მე-4 კლასში მშობლიური ენის მასწავლებელმა - ჰაიკანუშ გადიანმა მოაწყო სარვამარტო ღონისძიება.
მოსწავლეებმა მშობლებს ქალთა საერთაშორისო დღესასწაული ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მშობლებისთვის ღონისძიება სიურპრიზი აღმოჩნდა, შვილებმა მათ კლასში დამზადებული მისალოცი ბარათები გადასცეს. ასევე ღონისძიების ამსახველი ვიდეორგოლი სოციალური ქსელის საშუალებით გადაეგზავნა თითოეულ მათგანს.
მშობლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მასწავლებელს გაწეული სამუშაოსთვის და სასიამოვნო სიურპრიზისთვის.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჰაიკანუშ გადიანს, განსხვავებული და საინტერესო ღონისძიების განხორციელებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ