მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ამჟამად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ხაზით ჩართულნი არიან სამეწარმეო პროექტში. პროექტის თემაა: სახელოვნებო პროფესიები და მას პედაგოგი ნათია როსტომაშვილი ხელმძღვანელობს.
მოსწავლეებმა განსაზღვრეს თავიანთი ინტერესების სფერო, მიზნები და სავარაუდო შედეგებიც. შეისწავლეს 21-ე საუკუნის გამოწვევებიც - ხელოვნების თუ რომელი დარგის ნიმუშებზე იყო მეტი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან; მოიძიეს ინფორმაცია, დასაქმებისა და რეალიზაციის გზების შესახებ და შეარჩიეს მათთვის მეტად საინტერესო - ბუნებრივი ქვებით და ბისერებით სამკაულების აწყობა.
პროცესი მეტად საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა შექმნილი სამკაულები შეარჩიეს და მოაწყვეს სასკოლო გამოფენა.
სკოლაში მათ სამომავლო საქმიანობაშიც ასეთივე წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ