მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არა მხოლოდ შემეცნებითი აქტივობით შემოიფარგლება, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემოქმედებითი გარემოს შექმნასა და არაფორმალური განათლების წახალისებას.
ახლახან, IIგ კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. მე-2 კლასელები ხის საამქრო „კოდალას“, სტუმრობდნენ.
საამქროში მოსწავლეებმა ხის დამუშავება ისწავლეს, დედის დღესთან დაკავშირებით, თავადაც საკუთარი ხელით დაამზადეს, ააწყვეს, შეღებეს ხის ნაკეთობები და დედებს დიდი სიყვარულით მიართვეს.
მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, ძალიან დასამახსოვრებელი და ხალისიანი აღმოჩნდა. ბავშვებს მოეწონათ აქტივობა, რაც გამოიხატა მათ ჩართულობაშიც.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს არაფორმალურ გარემოში მოსწავლეთა შემოქმედები უნარების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ გასვლით აქტივობას პედაგოგი თამარ ბანცაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ