მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, სკოლის V და IX კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ეთერ ცინცაბაძის ხელმძღვანელობით, გაზაფხულის დღესასწაულები - 3 და 8 მარტი დედებსა და მასწავლებლებს ღონისძიებით - „დედის დღე და 8 მარტი ერთად მოგვილოცნია“, მიულოცეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ საყვარელი დედები თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს და გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ