მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N6 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო პროექტები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, პროექტის - „რა განძი გვქონია“, ფარგლებში დაგეგმილი სასკოლო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მე- 6გ, მე-7ა და მე-7 ბ კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული კლასების ბუნებისმეტყველების პედაგოგები: თეა ძაგნიძე, ნინო ანთაძე არიან.
მოსწავლეებმა კონფერენციაზე საქართველოს ენდემური, რელიქტური და წითელ წიგნში შეტანილ მცენარეების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
„მათ ასევე ისაუბრეს ქართული ვაზის და ღვინის წარმოების ტრადიციულ ტექნოლოგიებზე, ქართული სუფრის და მისი წინამძღოლის თამადის როლზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნისა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მე-6 კლასელებმა კი საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ისაუბრეს ქართული ფუტკრის შესახებ და მის უპირატესობებზე.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ