სიახლეები
სკოლები

A gift for mother - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სანავარდოს საჯარო სკოლაში
12-03-2024
-
+


ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში, მე-5 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ და ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა გააკეთეს სადღესასწაულო დეკორაციები, შექმნეს ნახატები, მხატვრულად წაიკითხეს დედებისადმი მიძღვნილი ლექსები და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს საინტერესო ინსცენირება - A gift for mother.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა დაბეჭდილი წერილები დედებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო მოსასმენი იყო.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებელი მარინა ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

16 წელი აგვისტოს ომიდან... 

EMIS - მა სტაჟიორთა შერჩევა დაიწყო - განაცხადის ვადები, ანაზღაურება და სხვა დეტალები ცნობილია

გასაჩივრების შემდგომ ქულა შეიძლება დაგაკლდეთ - რა რჩევებს აძლევს NAEC აბიტურიენტებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს


პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება