მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივებას, ჰუმანურობისა და თანაგრძნობის დანერგვას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლა საინტერესო ინიციატივას - „სიკეთის დღეები რაჭაში“, შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ გამოწვევა პროექტის ორგანიზატორებისა და ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, კახაბერ რეხვიაშვილსგან მიიღო.
ინიციატივის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოება სოფელ გორში მცხოვრებ ავთანდილ დათეშიძის ოჯახს ესტუმრა და სკოლის სახელით ფულადი თანხა, საოჯახო ნივთები და სურსათი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ ლოზუნგის - „სიკეთე გადამდებია“ გარშემო და გამოიწვიეს ლიხეთის საჯარო სკოლა.
„ვისურვებდი, რომ ეს გამოწვევა უსასრულოდ გაგრძელდეს, მიაღწიოს ყველა ოჯახთან, და ის არ იყოს კავშირში მხოლოდ დღესწაულებთან. სიკეთის გაცემაც და მიღებაც ბედნიერებაა! მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს და ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბატონ კახაბერ რეხვიაშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ