სიახლეები
სკოლები

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება წყალთბილის საჯარო სკოლაში
12-03-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, საინტერესო ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ზეიმი სკოლის დარბაზში, ქართულ და მშობლიურ ენაზე ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ორგინალური ქორეოგრაფიული, მუსიკალური ნომრები წარადგინეს.

მოსწავლეთა ამაღლებულმა განწყობამ დამსწრე საზოგადოებაც მოიცვა.

„ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ნაწილი იყო სპექტაკლები დედების უსაზღვრო სიყვარულსა და მზრუნველობაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბავშვებმა ასევე, მასწავლებლების მიმართ სიყვარული და მადლიერება გამოხატეს.

ღონისძიებაზე, სკოლის დირექტორმა - სედა ნახაპეტიანმა და მოადგილემ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს, ბედნიერება და ჯანმრთელობა უსურვეს.

ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

16 წელი აგვისტოს ომიდან... 

EMIS - მა სტაჟიორთა შერჩევა დაიწყო - განაცხადის ვადები, ანაზღაურება და სხვა დეტალები ცნობილია

გასაჩივრების შემდგომ ქულა შეიძლება დაგაკლდეთ - რა რჩევებს აძლევს NAEC აბიტურიენტებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს


პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება