მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების მიზნით კონკურსი გამოცხადდა, - ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლებს, ხოლო საკონკურსო განაცხადის ავტორი უნდა იყოს სკოლის ბიბლიოთეკარი/პასუხისმგებელი პირი.რაც შეეხება დაფინანსებას, მაქსიმალური ოდენობა 2 500 ლარია.
საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 2024 წლის 20 მარტიდან - 20 აპრილის ჩათვლით, ბმულზე - https://shorturl.at/kouR3
„საკონკურსო განაცხადებს შეაფასებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კომისია წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმებით.
კომისია დასაფინანსებლად განიხილავს სარეიტინგო სიის იმ პროექტებს, რომლებიც კომისიის შეფასებით დააგროვებენ შეფასების კრიტერიუმებით განსაზღვრული მაქსიმალური ქულის ნახევარზე მეტს.
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომლებიც:
ა) წარმოადგენენ პროექტის განაცხადს სრული, ორგანიზებული და თანმიმდევრული ფორმით;
ბ) პროექტი იქნება საინტერესო, მრავალფეროვანი, ეფექტიანი და მდგრადი“, - ნათქვამია დებულებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ