მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სხვადასხვა დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში, მე-4 კლასელების მონაწილეობითა და პედაგოგ დ. ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, სადაც მოსწავლეებმა დედებს, მასწავლებლებს, ბებიებს მარტის დღესასწაულები ლექსებით, ლამაზი სიტყვებით, სიმღერებით მიულოცეს. მათ ასევე აღნიშნეს მათი ღვაწლი, ზრუნვა და ამაგი.
„პატარები დამსწრე საზოგადოებას დაჰპირდნენ რომ ქცევითა და სიბეჯითით დააფასებდნენ მათ ამაგს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ასევე წარმადგინეს ნაწყვეტი რ. ინანიშვილის მოთხრობიდან „დედა“, სადაც ასაკის მიუხედავად ნათლად ჩანს დედის მზრუნველობა შვილის მიმართ.
ამ დღეს, როგორც გვიყვებიან, ახლდა ბედნიერებისა და სიამაყის ცრემლები. დამსწრე საზოგადოება ღონისძიებით აღფრთოვანებული დარჩა.
„სიტყვები არ მყოფნის იმ გრძნობის გადმოსაცემად რაც ამ წუთებში ვიგრძენი, კიდევ მეტად ვიგრძენი დედა-შვილობის უსათუთესი და უნაზესი გრძნობა“- აღნიშნა მშობელმა.
ეს დღე იქ მყოფ საზოგადოებას დიდხანს დაამახსოვრდება.
„დედა ქვეყნის მომავალი და ფუძემდებელია. მასზეა დამოკიდებული ერის სიძლიერე და ქვეყნის მომავალი. აღიზარდეთ ღირსეულ საქართველოში ღირსეულ შვილებად. დედაშვილობას დაგილოცავთ, ბედნიერი შვილების ბედნიერი დედები ყოფილიყავით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ