მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში, მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული საგაზაფხულო კონცერტი მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
ღონისძიება 7 მარტს გაიმართა და მასში 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელბმაც თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები ამავე კლასების ხელმძღვანელები: ნინო დვალი, ნინო დარსაველიძე, ლია აბულაშვილი, თეა მატიაშვილი, მარინე ირემაშვილი და ცისანა ეუაშვილი იყვნენ. ხოლო წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებდა, მასწავლებელი სალომე ხუციშვილი, რამაც დღე კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ