მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს ინგლისურენოვანი ღონისძიება მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინგლისური ენის მასწავლებლის ტათევიკ შახბაზიანის ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებმა განსაკუთრებულად მიულოცეს დედებსა და მასწავლებლებს 8 მარტი და დედის დღე, მათ მხატვრულად წაკითხული ლექსები მიუძღვნეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.
ღონისძიების დასასრულს კი, დედებს თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები უსახსოვრეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს, რისთვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბავშვებმა გამოავლინეს ინგლისური ენის კარგი ცოდნა და უნარები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ