მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში პედაგოგთა შრომა და ღვაწლი ყოველთვის დაფასებულია.
ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლის ერთ-ერთ ღირსეული და შრომისმოყვარე პედაგოგის - ლალი აბუთაძის პედაგოგიური ღვაწლი სკოლისთვის შრეუმჩენეველი არ დარჩენილა. მას, წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
პედაგოგი, რომელმაც სკოლაში 39 წელი გაატარა, საქმის სიყვარულითა და მიზანსწრაფულობით გამორჩევა. აღსანიშნავია, რომ პედაგოგის შვილი ნინო ხუციშვილი ამავე სკოლის კურსდამთავრებულია, რომელსაც, როგორც აღნიშნავს, ბედნიერი წუთები აკავშირებს ლიხეთის საჯარო სკოლასთან.
კურსამთავრებულს დედის დაფასება ახარებს და სიხარულით იხსენებს მშობლიურ სკოლაში გატარებულ წლებს.
„ლიხეთის საჯარო სკოლა, ადგილი სადაც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, თორმეტი წელი დავყავი, როგორც მოსწავლემ, ბევრი ბედნიერი წუთი, ტკბილი მოგონებები და ადამიანები, რომელთა გარეშეც ეს ყველაფერი არ იქნებოდა...
სკოლა, სადაც დედამ, როგორც პედაგოგმა 39 წელი გაატარა, თავდაუზოგავად შრომობდა და ღირსეულად გაიარა ეს სირთულეებით აღსავსე გზა, დატოვა ის, რაც ყველაზე მთავარია ამქვეყნად, სიკეთე და სიყვარული ადამიანების გულებში ....
მადლობა მინდა გადავუხადო ლიხეთის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ სოფო ლობჯანიძეს, ყველა მასწავლებელს, მათ, ვინც გუშინ ჩვენს გვერდით იყო. მადლობა დაფასებისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში ნინო ხუციშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ