მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში. განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურობდნენ. მთელი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ აპლიკაციებს გაზაფხულის თემაზე, დიდი სიყვარულით ქმნიდნენ მისალოც ბარათებს, აფერადებდნენ, აწებებდნენ და ბოლოს თავიანთი ხელით, გულიდან ამოსული მოსაფერებელი სიტყვებით მოუქარგეს ლამაზად თავიანთ დედიკოებს და პედაგოგებს.
„გაზაფხული შემოსულა ლენ,..“ ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად მეორეკლასელთა ღონისძიებას. მათ ცოცხალი ყვავილებითა და ფერადი აპლიკაციებით მორთეს დერეფანი, იქვე წარმოთქვეს ლექსები და სიმღერები დედაზე, ჩაწერეს მისალოცი ვიდეორგოლი, სადაც დედებს ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს - თუ რა სიტყვებს ეტყოდნენ და როგორ მიულოცავდნენ ისინი ამ დღეს თავიანთ დედიკოებს. მათ სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
„დედავ ცხოვრების დიდო საწყისო, დედავ ცხოვრების ბურჯო მაგარო“ - ეს სიტყვები კი პირველკლასელთა სცენას ამშვენებდა მათ მიერ დამზადებულ ფერად ყვავილებთან ერთად.
პატარებმა ისაუბრეს, იმსჯელეს გაზაფხულის საოცარ თვისებაზე, სიცოცხლის დაბრუნებასა და აღმოცენებაზე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. მათ მესამეკლასელებიც შეუერთდნენ.
„შვილის თვალებში მზე თუ იცინის, დედისთვის მუდამ გაზაფხულია“ - ეს სიტყვები კი მეოთხეკლასელთა საკლასო ოთახს ამშვენებდა. ამ თემაზე მათ არაერთი ლექსი, სიმღერა და მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს. გამოთქვამდნენ მადლიერებას მზრუნველ დედიკოებზე, ბებოებზე, აღმზრდელ მასწავლებლებზე და ეს დღე საერთო დღესასწაულად უქციეს ყველა იქ მყოფ ქალბატონს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ