მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, შემეცნებითი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო პროექტ-აქტივობა „ბავშვთა ქორწინების დასასრული“ (End Child Marriage Project) განხორციელდა. პროექტი ეკუთვნის ყველაზე ახალგაზრდა პაკისტანელ პოეტს - ანილა ბუხარს, რომელიც თავისი ლექსებით ნათელს ჰფენს კრიტიკულ სოციალურ საკითხებს - ბავშვთა უფლებებს.
მერვეკლასელებმა დაამზადეს პოსტერები წარწერით - „No More Bride, Just shine“. მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ინგლისურ ენაზე მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები. მოსწავლეებმა, ასევე ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე და აღნიშნეს ამ მიმართულებით რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
„ხელოვნების, პოეზიის და ინტერაქტიული აქტივობების შერწყმით პროექტ-აქტივობა იქნება მძლავრი გზავნილი ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ, რომელიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოების განათლებას, ქმედებების შთაგონებას და ცვლილებების ადვოკატირებას“, -აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, საჭირო ცოდნა მიიღეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილი შეიტანეს.
„ჩვენ ერთად შეგვიძლია განვასხვავოთ და უზრუნველვყოთ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, იბრწყინოს და იცხოვროს ბავშვთა ქორწინებისგან თავისუფალი ცხოვრებით“, - ამბობენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ