მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
6 მარტს, ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოსკოლელების ინიციატივით, მოეწყო აქცია სახელწოდებით - „დარგე ხე! დატოვე კვალი მომავალში!“, რომელსაც აქტიურად შეუერთდნენ ეკოკლუბ „ფესვებისა“ და სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრები. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციაში აქტიურად ჩაერთო სსსმ მოსწავლე და მისი მშობელი. აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები იზოლდა ხვიჩავა, მზია ქარდავა და მაია არახამია.
„...ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გაიტან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!...“,- ამ ლექსით გულანთებულმა მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეები დარგეს და გარემოს გამწვანებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
16 წელი აგვისტოს ომიდან...
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...