მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
I, II და III კლასების მოსწავლეებმა კრეატიული და ორიგინალური ნომრები შესთავაზეს აუდიტორიას. მოსწავლეებმა ზეიმზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, დედები სიყვარულით აღსავსე სიტყვებით შეამკეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა შემოქმედობითობამ, ამაღლებულმა განწყობამ დამსწრე საზოგადოება მოიცვა და სკოლაში დადებითი ატმოსფერო შექმნა.
„ავრანლოს საჯარო სკოლის დაწყებით კლასის მოსწავლეები ნამდვილად გამოირჩევიან ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით. ჩვენ ამ ბავშვებით ნამდვილად ვამაყობთ“, - გვეუბნებიან სკოლაში.
ეს დღე როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მშობლებისთვის ძალიან ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
სკოლაში მოსწავლეთა მშობლებს მადლობას უხდიან და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებენ.
„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ დედას გაწეული შრომისა და ამაგისთვის, თქვენ ჩვენი ცხოვრების მარგალიტები ხართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კლასების დამრიგებლები - ნარგიზ ხოზრევანიძე, ირმა ივანაძე და მაია ვასაძე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები ბავშვებს მოტივაციასა და განწყობას უმაღლებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ