მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად, ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლაში, 3 და 8 მარტი შთამბეჭდავი და ფერადი ღონისძიებით აღინიშნა.
დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე, სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით მიულოცეს დედებს.
I3 კლასში, დამრიგებელ თამუნა შოშიაშვილის ხელძღვანელობით, ღონისძიება - „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ ჩატარდა. ზეიმზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეთა შევსებული კითხვარის მეშვეობით, დედებს უნდა ამოეცნოთ საკუთარი თავი, რის შემდგომაც მათ გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და ფოტოსურათები. ამ აქტივობამ სკოლაში დიდი ხალისი შეიტანა.
გაზაფხულის პირველი დღესასწაულების აღნიშვნას ასევე აქტიურად შეუერთდნენ Iა კლასის მოსწავლეები. მათ დამრიგებელ მარიკა სანიკიძის ხელმძღვანელობით, დედებისთვის მოამზადეს მისალოცი ბარათები და ფერადი ქაღალდებით დაამზადეს ხელოვნური ყვავილები.
მათ ასევე დახატეს დედები, მათი ნახატები კი დაფაზე გამოფინეს.
„ღონისძიების დასრულების შემდეგ დაფასთან ყველას გამოჰყავდა თავისი დედიკო, რომელსაც ნახატებიდან უნდა ამოეცნო საკუთარი თავი და შემდეგ ბავშვები ყვავილთან ერთად, ბარათს გადასცემდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
I ბ კლასის მოსწავლეებმა კი დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეები ღონისძიებით - „ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია!“ აღნიშნეს. ღონისძიებას დამრიგებელი ელზა ჭიკაძე ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოებას განწყობა აუმაღლეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ბავშვებმა დედებთან ერთად, დაამზადეს ხელოვნური ყვავილების თაიგული.
აქტივობები საინტერესო, მრავალფეროვანი და შემეცნებითი იყო.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ