მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდი „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2024-ში“ მონაწილეობდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ სხვა ტურნირებშიც აპირებენ მონაწილეობას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვებულ გუნდებს მედლები, სიგელები და თასები გადასცა.
სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის კოლექტივმა მოსწავლეებს მორიგი გამარჯვება მიულოცა და მომავალში კიდევ ბევრი წარმატება უსურვა.
ფრენბურთის ტურნირი „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-ის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ ახალციხის, ახალქალაქის და ადიგენის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებასა და მიღწევებს მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ