მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, პედაგოგ სოფო მიქიაშვილის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
„სოფო მასწავლებელმა და სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა დედებზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დედები სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
აღსანიშნავია, რომ 3 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში შვილებთან ერთად დედებიც მონაწილეობდნენ. მათ, სკოლაში, ასეთი ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ