მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში, დირექცია და პროფესიონალი მასწავლებლები, მუდმივად ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა მიიღონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.
სწორედ ამიტომ, ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა და ბავშვებიც აქტიურად ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას.
დღეს გვინდა გაგაცნოთ III კლასის მოსწავლე ბარბარე ცირეკიძე, რომელმაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხავერდოვანი ხმით, საოცარი არტისტიზმითა და დიდი სიყვარულით მიულოცა სასკოლო საზოგადოებასა და დედას 3 მარტი.
მოსწავლის შესრულებული სიმღერა მსმენელისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა და სკოლაში აღნიშნეს, რომ მასში „დედის გული ფეთქავს“.
„სიმღერაშიც თქვენი გული ფეთქავს - დედებო!“, - ასე გამოეხმაურნენ ღონისძიებას ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში, სადაც დედის, მშობლის მიმართ, პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა