მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახადონ. სწორედ ამიტომ, ყველა დღესასწაული დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ეწყობა. სკოლაში შემოქმედებითი საღამოების მოწყობაში აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეების მშობლები, რაც ღონისძიებებს კიდევ უფრო საინტერესოს, მიმზიდველს და დაუვიწყარს ხდის. სწორედ ასეთი, შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი და ემოციური იყო, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ახლახანს ჩატარებული ღონისძიება, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა.
გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მესამე კლასში 3 მარტს დედის დღის აღსანიშნავი ღონისძიება - „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო !“ ჩატარდა. საღამოს ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული პედაგოგი ნათია სალუქვაძე, მოსწავლეების მიერ შესრულებული საცეკვაო ნომრები ქორეოგრაფ მელანო დარჩიას დადგმული იყო, ხოლო საღამოს მუსიკალურად თამარ თენიეშვილი აფორმებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებთან ერთად მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს