მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ეკის საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ისტორიის მასწავლებელი მერაბ აფხაზავა ხელმძღვანელობდა.
ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორმა ლელა სიჭიანავამ, რომელმაც ისაუბრა ჟიული შარტავას ღვაწლსა და თავდადებაზე საკუთარი ქვეყნის წინაშე.
ქალბატონმა ლელა სიჭინავამ გაუზიარა მოსწავლეებს პირადი მოგონება 1993 წლის სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პლაკატი თემაზე - „ჟიული შარტავა - ერთგულების, თავდადების, გაუტეხლობის სიმბოლო“.
ასევე მოეწყო ეროვნული გმირის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს