სიახლეები
სიახლეები

KIU-ს სტუდენტები საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩაერთვებიან
20-02-2024
-
+


მიმდინარე წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ახალი სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას იწყებს.  სტუდენტური სასწავლო გრანტების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე,  KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ბანკისგან მოიპოვონ სწავლის 30%, 50%, 70% ან 100% დაფინანსება. 

პირობების თანახმად დაფინანსება შეიძლება მიიღონ უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და წინა სემესტრის განმავლობაში დაგროვილი არანაკლებ 24 ECTS კრედიტი. ასევე, იმ სტუდენტებმა, რომლებიც  წარმატებით მონაწილეობენ  KIU  ექსტრაკურიკულურ აქტივობებში. 

სასტიპენდიო პროგრამა KIU-სა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გასულ წელს მოაწერეს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას, მომავალი კვალიფიციური სპეცილისტების ჩამოყალიბებისათვის პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე გამოწვევებისა და მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი პროგრამების განხორციელებას. 

თანამშრომლობის ფარგლებში KIU და საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაიარონ სასწავლო პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისთვის დასაქმების, სტაჟირების პროგრამების, კონკურსებისა და შეჯიბრებების, ასევე, სტიპენდიების პროგრამების განხორციელებას. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. შედეგად, KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება, ჩაერთონ ბანკის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებს, დაეუფლონ ახალ უნარებს და ცოდნას, და მომავალში დასაქმდნენ კიდეც  საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში. მიმდინარე სემესტრიდან ჩვენი სტუდენტები ასევე ჩაერთვებიან საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში. ბიზნესსა და განათლების სექტორებს შორის ასეთი სახის თანამშრომლობა ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია“ - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება