მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში, მამებისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
„მამაც მშობელია“, - ამ სლოგანით ჩატარდა და მასში სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორმა, ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგმა მანანა თარაშვილმა აღნიშნა, რომ, როგორც წესი, მხოლოდ დედებს უწყობენ ხოლმე ზეიმებს, მამები კი „ჩრდილში“ რჩებიან - ღონისძიებაც მათი ღვაწლისა და წვლილის დაფასებისთვის გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მამებიც „გაისარჯნენ“. მათ წარმატებით გაართვეს თავი სიტუაციურ ამოცანებს, რომლების პირობაც შემდეგნაირი გახლდათ: სკოლიდან დაბრუნებული შვილის დაპურება; გოგო შვილისთვის თმის დავარცხნა; გარღვეული სამოსის გაკერვა და ა.შ.
ღონისძიება ხალისიანი აღმოჩნდა, ბოლოს, ყველა მონაწილე მამა კარგი შვილის აღზრდისთვის დაჯილდოვდა სიგელით და სამახსოვრო საჩუქრით.
„მამები დედებზე არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შვილების ცხოვრებაში. მათ აქვთ აღებული ოჯახის რჩენის და კეთილდღეობის უდიდესი პასუხისმგებლობა. მინდოდა ბავშვები ბევრი ლექსით და სიმღერით მოფერებოდნენ მამებს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიხარეს პატარებმა, ჩემი ჩანაფიქრი რომ გავანდე, როგორ გულმოდგინედ სწავლობდნენ ლექსებს და სიმღერებს, ამით დაამტკიცეს მამებისადმი დიდი სიყვარული“, - აღნიშნა პედაგოგმა და ღონისძიებით, დასახულ მიზანსაც მიაღწია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა